Thursday, May 24, 2012

სუიციდი თინეიჯერებში

მოზარდებში თვითმკვლელობა გარდაცვალების მესამე წამყვანი მიზეზია ( ინციდენტებისა და მკვლელობების შემდეგ).


ყოველ წელს 5000-ზე მეტი ამერიკელი მოზარდი ამთავრებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. თინეიჯერულ სუიციდთან დაკავშირებული გამაფრთხილებელი ნიშნები და რისკ ფაქტორები მოიცავს: დეპრესიას, თვითმკვლელობის მცდელობას, ბოლო ხანებში განცდილ ზარალს, გამუდმებით სიკვდილზე ფიქრს და ალკოჰოლის და/ან ნარკოტიკების მოხმარებას. ხშირ შემთხვევაში, როცა მოზარდი გეგმავს თვითმკვლელობას, ის იძლევა სიტყვიერ მინიშნებებს,ისეთს, როგორიცაა: “აღარაფერი მაინტერესებს”, “უჩემოდ უკეთესად იქნებით” “აღარ შეგაწუხებთ” და ა.შ. მან შეიძლება უცებ გააჩუქოს მისთვის უსაყვარლესი ნივთი, ან მოულოდნელად ხანგრძლივი უხასიათობის შემდეგ უჩვეულოდ კარგ ხასიათზე დადგეს.


თინეიჯერები ხშირად განიცდიან ძლიერ სტრესს, დაბნეულობას, არასრულფასოვნებას, ფინანსურ პრობლემებსა და სხვა. თვითმკვლელობის მიზეზი ხშირად ხდება: მშობლების განქორწინება, ოჯახური ძალადობა, წარუმატებლობა სკოლაში, საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენა, უარი მეგობრობაზე, თინეიჯერის ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, მეგობრის თვითმკვლელობა და სხვ.
დეპრესია და სუიციდიზმისკენ მიდრეკილება განკურნებადი ფსიქიკური აშლილობაა. ბავშვს ან მოზარდს სჭირდება თავისი ავადმყოფობის ცნობა, დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობის გეგმის განვითარება.თუ ფიქრობთ რომ თინეიჯერი ქონდა თავის მოკვლის მცდელობა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და არავითარ სემთხვევაში არ დატოვოთ მარტო.
ძალიან ბევრი სუიციდისკენ მიდრეკილების ნიშანი დეპრესიის სიმპტომების ანალოგიურია.
ტეხასის უნივერსიტეტის კვლევებზე დაყრდნობით, თვითმკვლელობების გამომწვევი მიზეზებიდან 75% არის დეპრესია.

მშობლებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება თუკი მის ბავშვს გამოუვლინდა რომელიმე, ან რამოდენიმე ერთად, შემდეგი სიმპტომებიდან:
კვებისა და ძილის ჩვევების ცვლილება;
    • ძალადობრივი ქმედებები, მეამბოხე ქცევები ;
ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება;
მეგობრებისა და ოჯახის წევრებისაგან გამიჯვნა;
ჩაცმულობის და გარეგნობის უჩვეულოდ უგულებელყოფა;
შესამჩნევი პიროვნული ცვლილებები ;
გამუდმებული მოწყენილობა, სიძნელეებზე კონცენტრირება, სკოლაში სწავლის ხარისხის დაცემა;
ხშირი ფიზიკური ტკივილი, განსაკუთრებით- დაღლილობა, თავის ან მუცლის ტკივილი;
მისთვის სასიამოვნო საქმიანობის მიმართ ინტერესის დაკარგვა;
როდესაც ვერ იტანს ქებას ან დაჯილდოვებას ;

ასევე ყურადღება მისაქცევია თუ :
თინეიჯერი თვლის რომ არის ცუდი პიროვნება, დამპალი, საზიზღარი და სულიერად ბინძური ადამიანი.;
სიტყვიერ მინიშნებებს იძლევა, როგორც ზემოთ დავწერე ;
აწესრიგებს საკუთარ ნივთებს, ალაგებს თავის ოთახს, გასცემს საყავრელ ნივთებს და ა.შ.
დეპრესიული პერიოდის შემდეგ, მოულოდნელად მხიარული ხდება;
შეემჩნევა ფსიქოზის ნიშნები ( ჰალუცინაციები ან უცნაური აზრები);
საუბრობს თვითმკვლელობაზე, თუნდაც ხუმრობით;
გეგმავს თავის მოკვლის გზას;
გამოხატავს მწუხარებას, რომ არავინ ზრუნავს მასზე;
წარსულში ქონდა თავის მოკვლის მცდელობა;

როდესაც მოზარდი ამბობს “სიკვდილი მინდა” ან “თავის მოკვლას ვაპირებ” ყოველთვის მოეკიდეთ მსგავს განცხადებებს სერიოზულად და დაუყოვნებლივ მიმართეთ კვალიფიცირებულ ფსიქოლოგს. ადამიანს ხშირად არ სიამოვნობს სიკვდილზე ლაპარაკი, ასე რომ კარგია თუ თავად დაუწყებთ მას ამ თემაზე საუბარს . მიეცით საშუალება გესაუბროთ საკუთარ პრობლემებზე და იგრძნოს რომ ვიღაც ზრუნავს მასსზე.

. არსებობს სხვადასხვა გზა, რომელიც შეიძელბა მოსინჯოთ
კონსულტაცია: შესაძლებელია როგორც პერსონალური, ასევე ოჯახური. ტექნიკა საშუალებას მისცემს მოზარდს ისწავლოს თუ როგორ გაუმკლავდეს ცხოვრებას.ხშირ შემთხვევაში, როცა თინეიჯერი სწავლობს პრობლემებან გამკლავებას, ხოლო ოჯახის წევრები კი მის დახმარებას, თავის მოკვლის სურვილი ქრება.
ფსიქოლოგიური დაწესებულება: ერთ-ერთი გამოსავალია რაღაც პერიოდით მოზარდის მსგავს დაწესებულებაში მოთავსება, სადაც განხორციელდება 24 საათიანი მონიტორინგ, რომ მოზარდამ თავის მოკვლა არ სცადოს. ასევე, სამედიცინო დაწესებულებების უმეტესობას ყავს პროფესიონალი კადრი , რომელმაც იცის, თუ როგორ უნდა დაეხმაროს მსგავს თინეიჯერებს.

მედიკამენტები: ეს ფაქტიურად უკიდურესი ზომაა, რადგან უნდა აღინიშნოს რომ ზოგ თინეიჯერში მედიკამენტების მიღებამ საპირისპირო შედეგი აჩვენა და ის უფრო მეტად დეპრესიული აგხადა, ასე რომ წამალი გულდასმით და მხოლოდ პროფესიონალის მიერ უნდა იქნას შერჩეული.

მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა არის დაავადებულის პატივისცემა და თანადგომა. მოეპყარით სიყვარულით და გაგებით.

აქვე რამოდენიმე წლის წინ მომხდარი ინციდენტი








justin TV არის საიტი, სადაც ნებისმიერ ადამიანს , ვისაც აქვს კომპიუტერი და ვიდეოთვალი, შეუძლია დადოს საკუთარი ცხორვების ამსახველი ვიდეო,ჩაერთოს პირდაპი ეთერში. სწორედ ამ საიტზე 19 წლის თინეიჯერმა აბრაჰამ ბიგმა (საიტზე იყო CanyJunkie –ის ნიკით) 2008 წლის 20 ნოემბერს ათასობით ადამიანის თანდასწერბით მოიკლა თავი. მან გადაჭარბებული რაოდენობით მიიღო წამალი.ამას ის აკეთებდა ათასობით მაყურებლის თანდასწრებით, ყველაზე საშინელება კი ისაა,რომ მაყურებელთა უმეტესობა დასცინოდა მას, ნაწილი კი აქეზებდა თვითმკვლელობისაკენ!!! ფაქტის ამსახველი ვიდეო ამოღებულია ინტერნეტიდან , მაგრამ არის რამოდენიმე ფოტო


და წერილი რომელიც მან სიკვდილის წინ დატოვა . აი თარგმანიც:
“მძულს საკუთარი თავი და სიცოცხლე. ვფიქრობ თუ ამას წაიკითხავს ვინმე, ვინც მიცნობს , მიხვდება ვინც ვარ, ამიტომ არ დავწერ სახელს და გვარს. მე ვარ ნამდვილი a@#hole და არასოდეს შევიცვლები. მე მიყვარს ერთი გოგო, მაგრამ ვთვლი რომ მას არ ვიმსახურებ, ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ცდა არ დამიკლია, მაგრამ ყოველთვის, ყველაფერში დავმარცხდი. მე ხშირად ვფიქრობდი და რამოდენიმეჯერ დავაპირე თავის მოკვლა. 
ეხლა, ერთადერთი რაც მადარდებს ის არის რომ ჩემი ოჯახი დაიტანჯება ჩემი სიკვდილის შემდეგ. მე არ მინდა ჩემმა მშობლებმა იფიქრონ რომ ჩემს სიკვდილში ისინი არიან დამნაშავენი. მე არ ვაპირებდი წერილის დატოვებას, რადგანაც ვფიქრობდი რომ ვერ ავხსნიდი და ვერ გავამართლებდი ჩემ გადაწყვეტილებას. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველ ახალ დღეს შიშით ვხვდებოდი. მამაჩემი მუდამ დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე და ყველანაირად ცდილობდა რომ ბოლომდე გამომევლინა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი. მე მას იმედები გავუცრუვე. მე მაქვს სამუშაო, მაგრამ ვარ გაკოტრებული, ვირიცხები კოლეჯში, მაგრამ – ძლივს-ძლიობით.

მინდა დასრულდეს ჩემი ცხოვრება. დამღალა ამ ყველაფერმა! დამტანჯა იმან რომ ყველა პირში მეუბნება “ არ მომწონხარ!” , დამღალა მუდამ წესიერი ბიჭის როლის თამაშმა. იმედია ამ პოსტს ვინმე აღმოაჩენს. და იემდია ჩემი მშობლები არ დაიდანაშაულებენ თავს, რადგან ეს მხოლოდ ჩემი ბრალია, მე თვითონ გავანადგურე საკუთარი ცხოვრება. ჩემი სიძულვილი არ ეხება იმ ადამიანებს რომლებიც ძალიან, მთელი გულით მიყვარს . მთEლი ეს სიძულვილი მიმართულია ჩემი თავისკენ და სხვა არავისკენ! მე კარგა ხნის წინ ვაპატიე ყველას, ვინც კი ოდესმე რამე დამიშავა, მაგრამ ვერ შევძელი მეპატიებინა ჩემთვის ის რაც თავად დავუშავე საკუთარ თავს. თქვენ ყველას გქონდა რაღაც სახის კავშირი ჩემ ცხოვრებასთან, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჩემი ოჯახის წევრები გქვიათ.
ვერ გადმოვცემ, როგორ ვწუხვარ იმისთვის, რომ სიცოცხლის ამ გზით დასრულება მიწევს. თუ დაფიქრდებით მიხვდებით, რომ მე ამ გზით განვთავისუფლდი ყველა ტანჯვისაგან, რომ ეს იყო შვება ჩემთვის, მე დავისვენე საკუთარი თავისაგან და დანაშაულის გრძნობისაგან, რომელიც ამდენ ხანს მღრღნიდა.. გთხოვთ მაპატიეთ რომ ასე ადრე დავასრულე სიცოცხლე. მე მთელი მონდომებით ვცდილობდი მებრძოლა პრობლემების წინააღმდეგ, დიდ ხანს ვეძებდი საშველს , მაგრამ ამაოდ. ეხლა ვხვდები რომ ეს იყო სასჯელი, იმისათვის რაც ადრე ჩავიდინე, და მე ამ სასჯელს სიამოვნებით მივიღებ.

ყველანი მიყვარხართ, და სამუდამოდ ვიცოცხლებ იმ მოგონებებში, რომლებიც თქვენთან ერთად შევქმენი.
ხელმოწერის ნაცვლად დავტოვებ ერt ფრაზას, რომ ჩემი ნაცნობები მიხვდნენ რომ ეს მე ვარ : “Can’t feel pain if your dead? Just Saying”




სუიციდური ქმედების გენეტიკური მიზეზები

სუიციდური ქმედებები განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები მარტინ კოლის (Martin Kohli) ხელმძღვანელობით მაქს პლანკის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტიდან (Max Planck Institute of Psychiatry, მიუნხენი, გერმანია) და ასევე ჯონ ჰასმანის სახელობის ადამიანის გენომის ინსტიტუტიდან (John P. Hussman Institute for Human Genomics, მაიამი, აშშ). კვლევის შედეგების შესახებ ანგარიში გამოქვეყნებული იქნა ჟურნალში Archives of General Psychiatry.
მეცნიერები შეეცადნენ ეპოვნათ გენეტიკური ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ სერიოზულ დეპრესიულ დარღვევას და სუიციდურ ქმედებებს. ამ მიზნით ისინი შეისწავლიდნენ NTRK2 გენის სხვადასხვა ვარიანტებს, რომლებიც იწვევენ ტვინის ნეიროტროფიკული ფაქტორის რეცეპტორის კოდირებას. ზ.ა. რეცეპტორი წარმოადგენს ცილას, რომელიც პასუხისმგებელია ნერვული უჯრედების ფორმირებასა და აქტივობაზე.
მკვლევარებმა გააანალიზეს დეპრესიის მქონე 394 პაციენტის გენომი, ამათგან 113 ეცადა ჩაედინა თვითმკვლელობა. მიღებული მონაცემები მათ შეადარეს 366 ჯანმრთელი მოხალისის მემკვიდრულ ინფორმაციას. ამას გარდა, ჩატარებული იქნა საკონტროლო კვლევა 744 გერმანელისა და 921 აფრო-ამერიკელის მონაწილეობით, რომელთაგანაც სუიციდური ქმედების ჩადენის მცდელობა ქონდა, შესაბამისად, 152 და 119 ადამიანს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ის პაციენტები, რომლებიც იყვნენ გენის NTRK2 სამი ”სახიფათო” მუტაციის მატარებლები, საშუალოდ, 4,5-ჯერ უფრო ხშირად ეცადნენ თვითმკვლელობის ჩადენას, ვიდრე პაციენტები, რომლებსაც აღენიშნათ ამ გენის ნორმალური ვარიანტი. ავტორების სიტყვებით, კვლევის შედეგები ამტკიცებს სუიციდური ქმედების ფორმირებაში მემკვიდრეობითი ფაქტორების როლს.

Wednesday, April 18, 2012

სიცოცხლე მშვენიერია





                
სიცოცხლე - შესაძლებლობაა, გამოიყენე იგი, 
სიცოცხლე - სილამაზეა, აღფრთოვანდი მისით, 
სიცოცხლე - ნეტარებაა, იგემე იგი, 
სიცოცხლე - ოცნებაა, შეასხი ხორცი, 
სიცოცხლე - გამოწვევაა, მიიღე იგი, 
სიცოცხლე - ვალია შენი ამქვეყნიური, აღასრულე ბოლომდე  
სიცოცხლე - სიმდიდრეა, ნუ გაფლანგავ! 
სიცოცხლე - ქონებაა, გაუფრთხილდი! 
სიცოცხლე - სიყვარულის სასმისია, შესვი ბოლომდე, 
სიცოცხლე - უსასრულობაა შეუცნობადის უშიშრად შეაბიჯე მასში, 
სიცოცხლე - შენია, იბრძოლე მისთვის!.....
სიცოცხლე - საიდუმლოა, შეიცან იგი,
სიცოცხლე - მორევია უბედობათა, სძლიე ყოველი, 
სიცოცხლე - საგალობელია, გაასრულე ბოლომდე, 
სიცოცხლე - უსასრულობაა შეუცნობადის უშიშრად შეაბიჯე მასში, 
სიცოცხლე - შენია, იბრძოლე მისთვის!......

suicidi

თვითმკვლელობა – სუიციდი – საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა. თვითმკვლელობა შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები და ა. შ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანი იკლავს თავს, და სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წილი მოზარდებსა და 35 წელს ქვევით ახალგაზრდებში თვითმკვლელობაზე მოდის. დაახლოებით 10-20 მილიონი შემთხვევა კი, საბედნიეროდ არასასიკვდილო შედეგით მთავრდება.
            ემილ დიურკჰეიმმა ჩაატარა პირველი კვლევა თვითმკვლელობაზე

1) ეგოისტური
2) ანომიური
3)ალტრუისტული
4) ფატალისტურიდიურკემის თვითმკვლელობის თეორია და მისი აზროვნების სტრუქტურა გაცილებით ნათელი გახდება თუ დავაკვირდებით თვითმკვლელობის ოთხივე ტიპს – ეგოისტურ, ალტრუისტურ, ანომიურსა და ფატალისტურს. თვითმკვლელობის თითოეულ ტიპს დიურკემი უკავშირებდა საზოგადოებაში ინტეგრაციასა და საზოგადოების მიერ რეგულაციას. ინტეგრაცია გულისხმობს კოლექტიური აზრის გაზიარების დონეს. ალტრუისტული თვითმკვლელობა ხასიათდება ინტეგრაციის მაღალი დონით, ეგოისტური თვითმკვლელობა კი ხასიათდება ინტეგრაციის დაბალი დონით. რეგულაცია გულისხმობს გარე ზეგავლენას ხალხზე. ფატალისტური თვითმკვლელობა ხასიათდება მაღალი რეგულაციით, ანომიური თვითმკვლელობა კი დაბალი რეგულაციით. ვიტნი პოპი გვთავაზობს დიურკემისეული ოთხი ტიპის თვითმკვლელობის ძალზედ სასარგებლო შეჯამებას. მან ეს მაღალი და დაბალი დონის ინტეგრაციისა და რეგულაციის ურთიერთდაკავშირებით შესძლო:


ინტეგრაცია ===> დაბალი ===> ეგოისტური თვითმკვლელობა
მაღალი ===> ალტრუისტული თვითმკვლელობა

რეგულაცია ===> დაბალი ===> ანომიური თვითმკვლელობა
მაღალი ===> ფატალისტური თვითმკვლელობა

ეგოისტური თვითმკვლელობა – ეგოისტური თვითმკვლელობის მაღალი დონე გვხდება ისეთ საზოგადოებებში, კოლექტივებსა და ჯგუფებში, სადაც ინდივიდი არ არის ინტეგრირებული უფრო ფართო სოციალურ ერთეულში. ინტეგრაციის დაბალი დონე ინდივიდებში ქმნის უაზრობის/უფუნქციობის შეგრძნებას. საზოგადოებები, რომლებიც მაღალი კოლექტივისტური ცნობიერებით ხასიათდება და დამცველი სოციალური დინებები, რომლებიც მათგან მოემართება თავიდან იცილებს ეგოისტური თვითმკვლელობის გავრცელებას. ამას მსგავსი საზოგადოებები თავიანთი ცხოვრებისთვის აზრის მინიჭებით ახერხებენ. როდესაც ეს სოციალური დინებები სუსტდება, ინდივიდები ადვილად ახერხებენ კოლექტიური ცნობიერებიდან თავის დაღწევას, და იმის გაკეთებას რაც თავად სურთ. ფართო სოციალურ ერთეულებში, სადაც კოლექტიური ცნობიერება სუსტია, ინდივიდები მარტო რჩებიან იმის გადასაწყვეტად რომ თავიანთ ინტერესებს სურვილისამებრ წარუძღვნენ. მსგავსი შეუკავებელი ეგოიზმი წარმოშობს პერსონალურ დაუკმაყოფილებლობას, რადგან ყველა სურვილი ვერ შესრულდება, და ისინი რომლებიც სრულდება წარმოშობს ახალ სურვილებს, რაც კიდევ უფრო მეტ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას წარმოშობს – რაც ზოგისთვის თვითმკვლელობით სრულდება. ძლიერად ინტეგრირებული ოჯახები, რელიგიური ჯგუფები, და საზოგადოებები ძლიერი კოლექტიური ცნობიერების აგენტებს წარმოადგენენ და გმობენ თვითმკვლელობას. აი რას ამბობს დიურკემი რელიგიური ჯგუფების შემთხვევაში:“რელიგია იცავს ადამიანს თვით-განადგურებისაგან… რელიგიას ქმნის ყველასთვის საერთო რწმენები და პრაქტიკები, რომლებიც ტრადიციულია და სავალდებულო. რაც უფრო მრავალი და ძლიერია კოლექტიური გონის ეს ასპექტები, მით უფრო ძლიერადაა ინტეგრირებული რელიგიური საზოგადოება, შესაბამისად ძლიერია მისი დამცავი მნიშვნელობა”
საზოგადოების დეზინტეგრაცია წარმოშობს განსაკუთრებულ სოციალურ დინებებს, რაც თვითმკვლელობის მაჩვენებლებს შორის განსხვავების პრინციპული მიზეზია. მაგალითად, დიურკემი საუბრობს საზოგადოების დეზინტეგრაციაზე, რომელიც წარმოშობს “დეპრესიისა და რწმენის დაკარგვის დინებებს”. საზოგადოების მორალური დეზინტეგრაცია ადამიანს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს, დეპრესიის დინებები კი განსაზღვრავს ეგოისტური თვითმკვლელობის მაჩვენებლებში განსხვავებას. საინტერესოა, მაგრამ დიურკემი აქ სოციალური ძალების მნიშვნელოვნებაზე საუბრობს, მაშინ როდესაც საქმე ეგოისტურ თვითმკვლელობას ეხება და წესით ადამიანი თავისუფალია ყოველგვარი სოციალური ზეგავლენისაგან. აქტორები არასდროს არ თავისუფლდებიან კოლექტივების გავლენისაგან: “რაც არ უნდა ინდივიდუალიზირებული იყოს ადამიანი, რაღაც მაინც რჩება კოლექტიური – თუნდაც ეს დეპრესია და მელანქოლია, რასაც გაძლიერებული ინდივიდუალიზმი წარმოშობს. იგი საზოგადოებაზე ამ სევდით ახდენს გავლენას, როდესაც სხვა აღარაფერი დარჩენია ამის მისაღწევად”.ეგოისტური თვითმკვლელობები არის დეპრესიის, ადამიანურობის დეფიციტის, სოციალურიურთიერთობების რღვევის გამო ჩადენილი თვითმკვლელობა, ანუ მარტივ ენაზე რომ ვთქვათ,სიყვარულის, სითბოსი და ყურადღების ნაკლებობის გამო ჩადენილი თვითმკვლელობა _ ადამიანს არგააჩნია ისეთი “მე”, როგორიც უნდა, ანუ გარემო არ აღიქვამს მას ისე და არ აქვს ისეთიდამოკიდებულება მასთან, როგორსაც ინდივიდი ისურვებდა.

ალტრუისტური თვითმკვლელობა – დიურკემის მიერ განხილული თვითმკვლეოლობის მეორე ტიპია ალტრუისტური. მაშინ როდესაც ეგოისტურ თვითმკვლელობას ადგილი აქვს, მაშინ როდესაც სოციალური ინტეგრაცია ძალზედ სუსტია, ალტრუისტური თვითმკვლელობა ჩნდება მაშინ, როდესაც “სოციალური ინტეგრაცია ძალზედ ძლიერია”. სიტყვასიტყვით რომ ვთქვათ, ინდივიდი იძულებულია თავი მოიკლას.

ალტრუისტული თვითმკვლელობის ყველაზე აშკარა მაგალითი იყო წმინდა ჯიმ ჯონსის მიმდევრების მასობრივი თვითმკვლელობა ჯოუნსთაუნში, გაიანაში. მათ შეგნებულად დალიეს მოწამლული სასმელი, და ზოგიერთმა შვილებსაც აიძულა დაელია. ისინი ჩადიოდნენ თვითმკვლელობას, რადგან მათ უბიძგეს შეეწირათ საკუთარი სიცოცხლე ჯონსის ფანატიკური მიმდევრებისათვის. უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, ის ვინც ალტრუისტულ თვითმკვლელობას ჩადის, იქცევა ასე, რადგან თვლის, რომ ეს მისი მოვალეობაა.

როგორც ეგოისტური თვითმკვლელობის შემთხვევაში, აქაც ინტეგრაციის ხარისხი (ამ შემთხვევაში მაღალი) არ არის თვითმკვლელობის პირდაპირი მიზეზი. ინტეგრაციის სხვადასხვა დონე წარმოშობს განსხვავებულ სოციალურ დინებებს, რაც წარმოშობს თვითმკვლელობის განსხვავებულ დონეებს. როგორც ეგოისტური თვითმკვლელობის შემთხვევაში, დიურკემი მელანქოლიურ სოციალურ დინებებს მიიჩნევს ალტრუისტური თვითმკვლელობის გამომწვევ მიზეზად. თუკი ეგოისტური თვითმკვლელობა წარმოიშობა “განუკურნებელი მოწყენილობითა და დეპრესიით”, ალტრუისტური თვითმკვლელობა – “ამ ცხოვრების მიღმა ლამაზი პერსპექტივის იმედით”
ალტრუისტული თვითმკვლელობის დროს, ადამიანი სიცოცხლეს თავისი სუბიექტური არსებობის გაუაზრებლად ისპობს, მხოლოდ სხვაზე ორიენტირებულობის გამო, ეს მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი ისე აიგივებს თავს ვინმესთან რომ მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია. მაგალითად,ჯულიეტამ თავი მოიკლა, იმიტომ რომ რომეოს გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოედგინა. ან კიდევ,ბატონებისა და მეფეებისთვის რომ დებდნენ თავს და ა.შ.



ანომიური თვითმკვლელობა – ანომიური თვითმკვლელობა წარმოიშობა მაშინ, როდესაც საზოგადოების მარეგულირებელი ძალები დანგრეულია. ეს ადამიანებს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას უღვივებს, რადგან მათი გრძნობები არ კონტროლდება ძლიერად. ანომიური თვითმკვლელობის მაჩვენებელი იცვლება მაშინ, როდესაც საზოგადოების მარეგულირებელი ძალების ნგრევა პოზიტიურია (მაგალითად, ეკონომიკური ბუმი) ან ნეგატიური (მაგალითად, ეკონომიკური დეპრესია). ნგრევის ორივე ტიპის შემთხვევაში საზოგადოება დროებით ვერ ახდენს გავლენას, თავისი ავტორიტეტის ინდივიდებზე თავს მოხვევას. მსგავს ცვლილებებს ადამიანები მიჰყავთ ისეთ სიტუაციამდე სადაც ძველი ნორმები აღარ მოქმედებს, ახლები კი, ჯერ არ განვითარებულა. ნგრევის პერიოდები წარმოშობს ანომიის დინებებს – უნორმობისა და დაუფუძნებადობის შეგრძნებებს – ეს დინებები კი იწვევს ანომიური თვითმკვლელობის მაჩვენებლის ზრდას. ეს შედარებით ადვილად დაკვირვებადია დეპრესიის შემთხვევაში. ქარხნის დახურვა ეკონომიკური დეპრესიის გამო გამოიწვევს სამუშაოების შემცირებას, რაც ინდივიდს მოაშორებს იმ მარეგულირებელ ასპექტს რასაც მისთვის კომპანიასა და სამსახურს ჰქონდა. ამ ან სხვა სტრუქტურებიდან ჩამოშორების შემთხვევაში (მაგალითად, ოჯახი, რელიგია ან სახელმწიფო) ინდივიდი მტკივნეულად განიცდის ანომიის დინებებს. უფრო რთული წარმოსადგენია ეკონომიკური ბუმის ზეგავლენა. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცაბედი წარმატება ინდივიდებს ჩამოაშორებს იმ ტრადიციულ სტრუქტურებს რომელშიც ის ჩართული იყო აქამდე. ეკონომიკური წარმატება უბიძგებს ადამიანებს სამსახურის დატოვებისკენ, ახალ საზოგადოებაში გადასვლისკენ, შესაძლოა ახალი მეუღლის პოვნისკენაც კი. ყველა ეს ცვლილება ანგრევს სტრუქტურების მარეგულირებელ ეფექტს და ინდივიდს ბუმის პერიოდში ანომიური დინებების პირისპირ ტოვებს.
ანომიური თვითმკვლელობის მაჩვენებლის ზრდა სოციალური ცხოვრების დერეგულაციის პერიოდში, დაკავშირებულია დიურკემის მოსაზრებასთან, რომ ინდივიდუალური ვნებების გარე ზეგავლენისაგან განთავისუფლებას საზიანო ეფექტი მოჰყვება. განთავისუფლებული ადამიანები თავიანთი გრძნობების მონებად იქცევიან და მრავლად ჩაიდენენ დესტრუქციულ ქმედებებს, მათ შორის თვითმკვლელობასაც, რასაც სხვა ჩვეულებრივ შემთხვევაში არ გააკეთებდა.
ანომიური თვითმკვლელობები ახასიათებს რაიმე დიდ ეკონომიკურ-სოციალური ძვრებს. აი, მაგალითად, გაკოტრებული მილიარდერი მატარებელს თუ ჩაუვარდება, ეს იქნება ანომიური თვითმკვლელობა.


ფატალისტური თვითმკვლელობა – ფატალისტური თვითმკვლელობისათვის დიურკემს დიდი ყურადღება არ დაუთმია. მაშინ როდესაც ანომიური თვითმკვლელობა თავს იჩენს მაშინ, როდესაც რეგულაცია ძალზედ სუსტია, ფატალისტური თვითმკვლელობა თავს იჩენს მაშინ, როდესაც რეგულაციის გავლენა ძალზედ ძლიერია. დიურკემმა ფატალისტური თვითმკვლელობის ჩამდენი ადამიანები შემდეგნაირად დაახასიათა: “მარეპრესირებელი დისციპლინის გამო, მათი გძნობები ძალისმიერად არის დათრგუნული, მომავალი კი ჩაკეტილი”. კლასიკური მაგალითი არის როდესაც მონა იკლავს თავს – იმ შევიწროების/ჩაგვრის უიმედობის გამო, რომელიც თითოეულ მის ქმედებას მოჰყვება. ძალზედ ძლიერი რეგულაცია – შევიწროება – იწვევს მელანქოლიურ დინებებს, რაც თავის მხრივ იწვევს ფატალისტურ თვითმკვლელობას.

ადამიანზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ოჯახი. ამის გათვალისწინებით ფსიქოლოგებმა განსაზღვრეს ისეთი ოჯახების ტიპები, სადაც არსებობს თვითმკვლელობის პოტენციური საშიშროება:

დეზინტეგრირებული ოჯახი – დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს მისი წევრების განცალკევებულობა, ურთიერთობებში ფორმალურობა, მათ შორის ემოციური კავშირის არარსებობა და სხვ. განსაკუთრებით საშიში სიტუაცია იქმნება ნაწილობრივ დეზინტეგრირებულ ოჯახში, სადაც ვიღაც აღმოჩნდება მარტო მის წინააღმდეგ ამხედრებული ახლობლების არმიის წინაშე.

სუპერინტეგრირებული ოჯახი – აქ საქმე გვაქვს წევრების პიროვნული ავტონომიურობის რღვევასთან. ისინი იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ ვერ წარმოუდგენიათ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება. ამ შემთხვევაში ერთ-ერთის სიკვდილი იწვევს მეორის აბსოლუტურ უსუსურობას.

დისჰარმონიული ოჯახი – ხასიათდება მისი წევრების მოთხოვნილებების, მიზნების რადიკალური განსხვავებულობით, ურთიერთთანხმობის არარსებობით, საკუთარი ინტერესებისა და ჩვევების დათმობის უუნარობით და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ლიდერი დანარჩენებს მუდმივად თავს ახვევს საკუთარ სურვილებს, ჩვევებს და ითხოვს მათგან ქცევის შეცვლას.

დახურული თვითმყოფადი ოჯახი – მისი წევრებისთვის ოჯახი წარმოადგენს ცხოვრების ძირითად აზრს, ყველაფერი დანარჩენი კი (სამუშაო და გარე ურთიერთობები) განიხილება როგორც ოჯახური კეთილდღეობის შენარჩუნების საშუალება.

კონსერვატიული ოჯახი – მთავარ თავისებურებას წარმოადგენს გარეგანი ცვალებადი პირობებისადმი ადაპტირების უუნარობა. თუკი ასეთი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ოჯახის გარეთ არსებულ კონფლიქტში ჩართული აღმოჩნდება, სხვა წევრები, თავისი კონსერვატიული შეხედულებებიდან გამომდინარე, არ ეხმარებიან მას და თქვენ წარმოიდგინეთ შესაძლებელია მოწინააღმდეგის მხარეც კი დაიკავონ.
ესეც ფსიქოლოგებისა და მეცნიერების მოსაზრებები, მე კი მაინტერესებს, რა ხდება იმ ადამიანის ტვინში როდესაც ამ გადაწყვეტილებას ღებულობს… ყველამ კარგად იცის, რომ ერთადერთი მიუტევებელი ცოდვა, ეს არის თვითმკვლელობა და როდესაც ამას აკეთებ ჯოჯოხეთის კარზე აკაკუნებ, ნუთუ ჯოჯოხეთი ურჩევნიათ ამქვეყნიურ “წამებას”? კარგი იქნებოდა, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთზე ზრუნავდეს და თავს არ აბეზრებდნენ ერთმანეთს, მაგრამ ალბათ ეს შეუძლებელია… ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყნად და ჩვენც, მიუხედავად ცხოვრებისეული სიძნელეებისა, უნდა ვეცადოთ მაქსიმალრად გამოვიყენოთ ჩვენი ამქვეყნად ყოფნის პერიოდი. ცხოვრება ალბათ აზრს დაკარგავდა, წინააღმდეგობებით სავსე რომ არ იყოს, ჩვენც ძალა უნდა მოვიკრიბოთ ყველა მათგანის დასაძლევად და კვლავ ახალ წინააღმდეგობას ვებრძოლოთ, თანაც რამხელა სიამოვნებას ვღებულობთ მაშინ როდესაც რაიმე დაბრკოლებას გადავლახავთ, სწორედ მაშინ ამბობს ადამიანი სიტყვებს, რომლებიც არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ, “რა მშვენიერია სიცოცხლე”, და კიდევ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი წინააღმდეგობა და დაბრკოლება ღვთის გამოცდაა…
არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს,რომ უფლის გაჩენილები ვართ და ჩვენი სიცოცხლის ხელყოფის უფლება არ გვაქვს,მადლობა უნდა ვუთხრათ უფალს რომ ვარსებობთ და ყოველ დილით ვიგვიძებთ.